სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკანდალური ვიდეომასალები, რომლებიც პოლიციელების მიერ არაერთ კანონდარღვევას ადასტურებს


21:40 27.09.2015["პრესა.ჯი"]

პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა ერთ-ერთი სკანდალური ჩანაწერის შემდეგ საქართველო დატოვა და ახლა ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. გამგზავრებამდე მან შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნების წინააღდეგ კომპრომატები საინფორმაციო სააგენტო ტაიმერსა და გაზეთ ქრონიკა +-ს დაუტოვა და მისი გავრცელება სთხოვა. ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორია ძმაა.

ამის შემდეგ ლევან იზორიას ძმამ გადაადგილება დაუბრკოლებალდ გააგრძელა. ვიდეომასალებიდან, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსმა ლეიტენატმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოიღო დგინდება, რომ საიდუმლო დოკუმენტები ე.წ „ნარუშილოვკა“ სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს და მეგობარ გოგონებს დაურიგეს.

ე.წ. „ნარუშილოვკა“ უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ, ისინიც იმ შემთხვაში, თუ ისინი სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან. სამართალდამცველებს არ აქვთ უფლება გაჩხრიკონ, გააცერონ და ა.შ. პირი, რომელსაც ეს საბუთი აქვთ.

ამ დოკუმენტით შესაძლოა ავტომობილით საზღვარზე გადმოიტანო ყველაფერი, მათ შორის ნარკოტიკები და იარაღი, ხოლო მესაზღვრეს და შსს-ს სხვა დანაყოფს ამ ავტობილის ჩხრეკის უფლება არ აქვს.

მეხსიერების ბარათი, რომელიც პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გაზეთ ქრონიკა +-ისა და სააგენტო ტაიემრის ჟურნალისტებს გადასცა იმ სკანდლური მასალების მხოლოდ ერთ ნაწილს შეიცავს, რომელიც გიორგი ბაბუნაშვილმა პოლიციაში მუშაობის დროს გადაიღო და შეინახა. სკანდალურ ვიდეოინტერვიუში პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ყვება, როგორ იყენებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები საპატრულო პოლიციას პირადი მიზნებისთვის და ნათესავების ქორწილიდან გამოსული ნასვამი მძღოლების სახლამდე საპატრულო ეკიპაჟებით მიციელბას აიძულებდნენ.

შნაგან საქმეთა სამინსიტროს უფროსი ლეიტენტმა გიორგი ბაბუნაშვილი ყვება, რომ სამინისტრო 8 თვის წინ დატოვა. გიორგი ბაბუნაშვილის საპატრულო 305-ე ეკიპაჟის თანამშრომელი იყო. ეს ის ეკიპაჟია, რომელიც ურჩი მძღოლის ეკა ყუშიტაშვილის საქმეში ფიგურირებს.

ყუშიტაშვილის საქმიდნან რამდენიმე თვეში ის ხელმძღვანელობამ დაიბარა და უთხრა, რომ მეგობრის ქორწილში მარიხუანა მოწია, რის გამოც სამსახურიდან ათავიასუფლებდნენ. ბაბუნაშვილს პოლიცია დაატოვებინეს და იმის შიშით, რომ მის წინააღმდეგ რეპრესიები არ გაგრძელებულიყო ის საქართველოდან წავიდა, ახლა პოლიციის უფროსი ლეიტენანტი პოლიტიკურ თავშესაფარს ევროპაში ითხოვს.

რუსთავი2 სკანდალური ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარზე, შინაგან საქმეთა სამინსიტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა არც ერთმა უწყებამ ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100