სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტარტაპერის და ჯეოსელის ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს

თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერს“ კომპანია „ჯეოსელი“ უერთდება და დამწყები ბიზნესებისთვის სპეციალურ პროდუქტს - „ჯეოსელი სტარტაპერისთვის“ ქმნის.

”სტარტაპერისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი შეთავაზებით, დამწყებ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათზე მორგებული 2 პაკეტიდან ერთ-ერთი, რაც სასაუბრო დროზე, SMS-ებსა და ინტერნეტზე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობას გულისხმობს.

კერძოდ, სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილი პაკეტები მოიცავს:

7 ლარიანი პაკეტი :

· 1000 წუთს ჯეოსელის ქსელში

· 1000 SMS-ს

· 1000 MB ინტერნეტს.

10 ლარიანი პაკეტი:

· 300 წუთი ლოკალურ ზარებზე*

· 3000 SMS

· 3000 MB ინტერნეტი

* გამონაკლისია S1, Gmobile და Globalcell

„ჯეოსელი სტარტაპერისთვის“ შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლისა. პაკეტებით სარგებლობა შეთავაზების მიღებიდან 2 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

სტარტაპერებზე ასევე ვრცელდება „ჯეოსელის“ სპეციალური ტარიფიც, რაც კომპანიის შიგნით ულიმიტო ზარებსა და SMS-ებს მოიცავს თვეში მხოლოდ 2 ლარად.

„ჯეოსელი სტარტაპერისთვის“ პაკეტებით სარგებლობისთვის, სტარტაპის დამფუძნებელმა განაცხადი უნდა შეავსოს პროგრამა „სტარტაპერის“ ვებგვერდზე - https://www.startuperi.ge//#ჯეოსელი-ბიზნესისთვის, სადაც ასევე შესაძლებელია პაკეტების პირობებისა და ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100