სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოზურგეთში პრემიერის ჩასვლის წინ, ”ნაცმოძრაობის” სამი აქტივისტი დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ოზურგეთში ჩასვლა გააპროტესტეს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე ბანერი გააკრეს, წარწერით - "მატყუარა ხელისუფლება". ბანერი სამართალდამცველებმა ჩამოხსნეს.

ბანერის გაკვრისთვის დაკავებული არიან "ნაციონალური მოძრაობის" სამი აქტივისტი – ილია მალაზონია, დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე. როგორც მჟავანაძემ განაცხადა, ოზურგეთში იზღუდება სიტყვის თავისუფლება.
"გავაკარით ბანერები, რომელშიც აღვნიშნეთ, რომ ის დაპირებები, რომელიც ხელისუფლებამ გასცა არ შესრულდა და ეს ხელისუფლება არის მატყუარა", - განაცხადა მჟავანაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილის ვერტმფრენი ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100