სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ძმას რომ მეძახი და "მესენჯერით" ხმის მოცემა გეზარება...შენი, არასწორად გამზრდელია მინიმუმ საგინებელი" - თორნიკე ყიფიანი

მომღერალი და ამჟამად "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე თორნიკე ყიფიანი სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"ძმას რომ მეძახი და "მესენჯერით" ხმის მოცემა გეზარება.
მიყვარხარო მეუბნები და სანამ ტელევიზორში მნახავდე არც კი გახსოვარ.
შვილის მოფერების საშუალებას რომ არ მაძლევ და წარმატებას და ბედნიერებას მისურვებ.
საკუთარი სიმღერები რომ მაქვს და მაინც სხვისი სიმღერების მღერას რომ მთხოვ.
გამარჯვებულს რომ მადიდებ და შიმშილისგან დასუსტებულს დამცინი.
სხვისი რომ ხარ და ჩემგან სარგებელს ელოდები.
ბოღმით , შურით , შიშით და გაუნათლებლობით , თვალს რომ ვეღარ ახელ , გონზე ვერ მოდიხარ , მტყუანს და მართალს რომ ვეღარ ანსხვავებ.
შენი, არასწორად გამზრდელია მინიმუმ საგინებელი.
მოგიტევებ.
ღმერთი ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯვებსო, ასე მისწავლია ჰო და თქვენც გაგიმარჯოთ ღმერთმა თქვენი სიმართლით.
ეს უშუალოდ მე რაც შემხებია და გლობალურებზე მერე გადავალ 15 წელიწადში..." - წერს თორნიკე ყიფიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100