სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოთში 9 წლის მოზარდმა დენის დარტყმის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო - არასრულწლოვანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა.

დენის დარტყმის შედეგად არასრულწლოვანმა მძიმე დამწვრობა მიიღო და ის ფოთის საავადმყოფოდან თბილისში გუშინ გადმოიყვანეს. მოზარდს დამწვარი აქვს სხეულის სხვადასხვა ადგილები: ზედა და ქვედა კიდურები და გულმკერდი, მიღებული აქვს სხეულის 50%-ის დამწვრობა, მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობის გამო მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ ეტაპზე ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100