სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

განადგურებულია კადიროვის "ელიტარული" დაჯგუფება, რომელთაც ზელენსკის მოკვლა ევალებოდათ - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია კადიროველების "ელიტარული" დაჯგუფება, რომლებსაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის დავალება ჰქონდათ მიღებული. დანილოვის განცხადებით, ინფორმაცია მათ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის იმ წარმომადგენლებისგან მიიღეს, რომლებსაც არ სურთ ამ სისხლიან ომში მონაწილეობა.

"ამის დამსახურებით, შემიძლია გითხრათ, რომ განადგურებულია კადიროვის კონკრეტულად ის ელიტური დაჯგუფება, რომელიც აქ გამოემგზავრა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის", - განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, „კადიროველები" ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი - "ჩვენ მათ ვაკვირდებოდით. ​​ერთი ჯგუფი აიყვანეს გოსტომელში, მეორე ჯგუფი ახლა, ასე ვთქვათ, მიზანშია ამოღებული", - განაცხადა დანილოვმა.

400-ზე მეტი კრემლის დაქირავებული მებრძოლი მოქმედებს კიევში ზელენსკის მოსაკლავად - ეს ინფორმაცია The Times -მა გუშინ გაავრცელა.ა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100