6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა საყიდლებისთვის. განსაკუთრებით, დღის პირველი ნახევარი. ზოგიერთი მიხვდება, რომ ძალიან დიდი მოთხოვნები აქვს.
კურო
ავტორიტეტს აიმაღლებთ გარშემო მყოფებში. მანდილოსნები კომპლიმენტებს დაიმსახურებენ. პრობლემების წყარო შეიძლება გახდეს უფროსის ან პარტნიორის შენიშვნა. აგრეთვე, შეზღუდული იქნებით დედლაინშიც.
ტყუპი
აუჩქარებლად და მშვიდად დაიწყეთ ახალ საქმეებზე მუშაობა. კარგი დღეა ფულის დასაბანდებლად. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანების გარემოცვაში.
კირჩხიბი
საღამომდე ახალი საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. თუ ძველი თანამოაზრეები დაგტოვებენ, ახლებს ადვილად იპოვით. ბევრ საქმეს სხვების დაუხმარებლად გაუმკლავდებთ.
ლომი
მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების მოგვარების დღეა. გამორიცხული არაა, ძლიერი კონკურენტი გამოგიჩნდეთ. შეიძლება საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნოთ.
ქალწული
კარგი დღეა მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. შეიძლება საზღვარგარეთ ახალი მეგობრები გაიჩინოთ ან გავლენიანი მფარველები. ზოგიერთი სპონსორს მოძებნის თავისი ბიზნესისთვის.
სასწორი
საყიდლების, გადასახადების გადახდის დღეა. ზოგიერთ კრედიტს მიიღებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან.
მორიელი
რაც უფრო მეგობრული იქნებით კოლეგების მიმართ, მით უკეთ იმუშავებთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად გამოხატეთ სითბო და სიყვარული, დაასაჩუქრეთ.
მშვილდოსანი
შრომისმოყვარე ნიშნებს ფულის შოვნა არ გაუჭირდებათ. ეცადეთ, სწორად განაგოთ ის თანხა, რაც უკვე გაქვთ. ზოგიერთი გაინებივრებს თავს ეგზოტიკური საკვებით, ძვირფასი ნივთებით.
თხის რქა
შემოქმედებითი იდეების განხორციელების, რომანტიკისა და განვითარების დღეა. ნუ იქნებით აგრესიული და დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენ გვერდით არიან. უარს ნუ იტყვით მასაჟისტისა და კოსმეტოლოგის მომსახურებაზე.
მერწყული
მეტი დრო გაატარეთ იქ, სადაც ფიზიკურად და ემოციურად დაისვენებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევებთან. მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას და ზედმეტ ორიგინალურობას.
თევზები
ისე იმოქმედეთ, როგორც გაგეხარდებათ, მაგრამ ზომიერებაც დაიცავით. საქმიანი ოპერაციები შეიძლება ჩაგეშალოთ სიზარმაცისა და პასიურობის გამო. კარგი დღეა კულინარიული ნიჭის გამოსავლენად, შოპინგისა და პაემნისთვის. მარტოხელებს რომანტიკული თავგადასავალი ელით მეგობართან.
კომენტარი