სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღის „ფეისბუქ-ანალიზი“ ანუ „ოცნების მთავრობა“ მოქმედებაში - 14.11.2012.

Maka Janashia

მინისტრს წარადგენენ კანდიდატად, მერე ხსნიან.

მინისტრის მოადგილეებს ნიშნავენ, ხსნიან და სხვას ნიშნავენ, თან არაერთხელ.

ციხეებში თავიანთვე დაგეგმილი ბუნტების მსხვერპლნი თავადვე ხდებიან და ქურდების საშუალებით ძლივს ლაგდებიან.

"მონსტრს" იჭერენ ვაშლის თლისთვის.

პარლამენტში კინაღამ უმრავლესობას კარგავენ.

ნატოსა და ევროკავშირში ეუბნებიან, კი ვერ გაიგეს რატომ, მაგრამ უნდა ითანამშრომლო პრეზიდენტთან, ესეა საჭიროო.

რუსეთიდან იმედგაცრუების მეტს ვერაფერს იღებენ.

რკინიგზის გახსნის იდეით გამოდიან და აზერბაიჯანის მკაცრი კრიტიკის ქვეშ ექცევიან.

თურქეთი ჯერჯერობით მხრებს იჩეჩავს.

მინისტრები არქაული ენით, მოადგილეები კი - გენიტალიების აპოლოგიით არიან დაკავებულნი.

მუშები, ექიმები, ენერგეტიკოსები, მძღოლები და კიდევ სხვები იფიცებიან;

ცდილობენ თავად მოექცნენ ამ გაფიცვების სათავეში და პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

საკრებულოებში ხალხი შეჭრას ცდილობს და მთვრალები იჭრებიან კიდეც.

პოლიცია დუმს და საერთოდ არ იმჩნევს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებზე თავდასხმებს.

პოლიცია არც ქართველ მუსლიმებზე თავდასხმებს იმჩნევს.

რელიგიურ უმცირესობებს ლოცვას უკრძალავენ, პარლამენტი და იუსტიციის მინისტრი ეკლესიებს შორის დიალოგზე საუბრობს.

საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებს არ/ვერ არჩევენ.

გამგებლებს ოცნების მომხრეები თავს ესხმიან.

კიდევ რამდენი გამომრჩა, მეზარება უფრო დაწვრილმანება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100