სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი შსს-ს არქივში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შენარჩუნებაზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილი შსს- არქივში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების თემას გამოეხმაურა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხის განხილვა გრძელდება და გადაწყდება. ამასთან, მასალების განადგურებას ჰყავს მოწინააღმდეგეები, ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები, რომლებთანაც მას ამ თემაზე საუბარი ჰქონდა.

"განადგურების ერთ-ერთი პრინციპული მოწინააღმდეგე კახი კახიშვილია. შეიძლება ვნახოთ მეთოდი, მაგალითად, მასალები შეინახოს ისე, როგორც ბანკში ფული ინახება ან რამე მსგავსი. წვდომა ჰქონდეს რამდენიმე ორგანიზაციას და ა.შ. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სირცხვილს თავი ავარიდოთ და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტი საქართველოში აღარ განმეორდეს", – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ, ლევნა იზორიამ მიმდინარე 20 მაისს გააკეთა განცხადება, რომ შსს-ში არსებული უკანონო ფარული ჩანაწერების არქივი უახლოეს ერთ კვირაში განადგურდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100