სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში თოვს

გაზაფხულის პირველი დღესასწაულის საღამოს თბილისში თოვლი მოვიდა: დაახლოებით 19.00 საათზე დაწყებული თოვა ერთ საათში შეწყდა, შუაღამის მოახლოებისთანავე კი განახლდა - მასალის გამოქვეყნების დროისთვის თბილისში თოვს.

შეგახსენებთ, რომ სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ დაცემას და ამინდის გაუარესებას დღეიდან ვარაუდობდნენ, თუმცა, ნალექის სახით თოვლი გამოცხადებული არ ყოფილა.

ამ დროისთვის თოვს საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში. ზოგან დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა: შეფერხებულია ტრანსპორტის გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100