სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დროში გაიწელა ივანიშვილის კიდევ ერთი დაპირება

საერთო პრობლემები, რაც რეგიონებში იკვეთება, იპოთეკური კრედიტებია და მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოსახლეობას ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქდეს, ამ პრობლების გადაჭრას აჭარიდან ვიწყებთ, სადაც ამ პრობლემას უახლოეს ერთ კვირაში მოვაგვარებთ და შემდეგ მუშაობის დაწყება მთელ საქართველოშიც იქნება შესაძლებელი" - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, 8 დეკემბერს ანუ 9 დღის წინ გააკეთა.

„შესრულდა თუ არა პრემიერ მინისტრის დაპირება, ერთი კვირის ვადაში იპოთეკური კრედიტების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით?“- ამ შეკითხვით droni.ge-მ პრემიერ მინისტრის პრესსამსახურს მიმართა. ივანიშვილის პრესცენტრმა ფინანსთა სამინისტროში გადაგვამისამართა. „დაუკავშირდით ხათუნა ივანიშვილს ფინანსთა სამინისტროში, პრემიერს ამ საკითხთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ეს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაა“-განგვიმარტეს ივანიშვილის პრესსამსახურში.

„შესრულდა თუ არა პრემიერ მინისტრის დაპირება ერთი კვირის ვადაში იპოთეკური კრედიტების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით?“-“ - იგივე შეკითხვა droni.ge-მ ხათუნა ივანიშვილსაც დაუსვა

ხათუნა ივანიშვილი: ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არის შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს. აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ შესასწავლია. ამ ყველაფერს დათვლა უნდა, აუცილებელია დაზუსტებული ციფრების დადგენა, რასაც დრო სჭირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100