თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა (ფოტო)
თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში პაციენტი ექთანს იმ დროს დაესხა თავს, როდესაც მედიკოსი მისთვის სატურაციის შემოწმებას აპირებდა. თავდამხმელმა პაციენტმა ექთანს ბასრი საგნით 2 ჭრილობა მიაყენა ლოყისა და ყელის არეში.
პაციენტი მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო ექთნის მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარი