სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"6 თვე აცოცხლა შვილმკვდარი დედა და ესე იგი ის კიდევ იცოცხლებს. გააგრძელებს ცხოვრებას გადასარევად"

მაგდა პაპიძის დის, ლანა განცხადებით, პროკურორების კითხვები უსუსური იყო და ძირითადად მაგდა პაპიძის ინტიმურ ცხოვრებას ეხებოდა. ლანა პაპიძემ ეს განცხადება დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.ლანა პაპიძე ომარ ქაფიაშვილის ძმის, მალხაზ ქაფიაშვილის მეგობარი გოგოს მხრიდან, მაგდა პაპიძის მისამართით არსებულ მუქარებზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ კონკრეტული ეჭვები არ აქვთ, ვინ მოკლა მამა-შვილი თორნიკე და ომარ ქაფიაშვილები: „კონკრეტული ეჭვები არ გვაქვს, თუ ვინ მოკლა თორნიკე და ომარ ქაფიაშვილები, თუმცა გამოუძიებელი ფაქტები ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალიან ბევრ ეჭვებს ბადებს შეცვლილი ჩვენებები, მათ შორის დედამთილის ისტერიკები და თავპირის გლეჯვა. მე საკადრისი პასუხი გავეცი ყველას. მე ვერ მოვისვენებდი პასუხები საჯაროდ რომ ვერ გამეცა ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით გაკეთებულ ბრალდებებზე. დანარჩენს უფალი მიხედავს. 6 თვე აცოცხლა შვილმკვდარი დედა და ესე იგი ის კიდევ იცოცხლებს. გააგრძელებს ცხოვრებას გადასარევად, მშვიდად და დაუბრუნდება ოჯახს. ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ლანა პაპიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100