ქუთაისის მერის მეუღლე გაძარცვეს
ქუთაისში,
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, იქ, სადაც ქუთაისის მერი შოთა მურღულია ცხოვრობს, მერის მეუღლის ავტომანქანა გაძარცვეს.
როგორც იმერეთის ახალი ამბების სააგენტო
Topnews.com.ge-ს
ოჯახის ახლობელმა ირინა იმედაძემ განუცხადა, მერის მეუღლის მანქანას სარკეები მოხსნეს.
"დღეს
დილით ვნახეთ, რომ მანქანაზე სარკეები აღარ იყო. შოთა მურღულიამაც ნახა მომხდარი. არა მგონია ეს ვინმეს პირადი მოტივით გაეკეთებინოს,"
- აცხადებს
ირინა იმედაძე.
კომენტარი