20 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო
20 წლის გიორგი ფარცვანია ზღვაში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა ფოთში მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ბიჭი ზღვაში საბანაოდ შევიდა და ნაპირიდან ოდნავ მოშორებით, მოულოდნელად, გაუჩინარდა.
ნაპირზე მყოფი რამდენიმე მამაკაცი მის მისაშველებლად გაემართა და გიორგი ფარცვანიას ნაპირზე გამოყვანა შესძლო, თუმცა, იგი უკვე გარდაცვლილი იყო. ახალგაზრდას, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. გარდაცვლილის ცხედარი ზუგდიდის პროზექტურაში გადაასვენეს, იგი ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდის მკვიდრია.
კომენტარი