სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიტოვებული ადამიანის განცდები ასე არცერთ პოეეტს არ ტკენია

მე მათ რიცხვს ვეკუთვნი, ვინც ადრე კვდებიან,
შველას არ ითხოვენ ხვეწნით და მუდარით,
მადლობა უფალს, რომ ეს ჩემი ბედია,
რომ არც მე აღვმოვჩნდი, თქვენსავით უკვდავი.

რა ვუყო, ცოტა მეც ამემღვრა გონება,
ასეთ დროს, ვიცი თავს არავინ მიყადრებს
და სისხლში სათქმელი იმდენი გროვდება,
მსურს ყელი კბილებით რომ გამოვიღადრო.

სხვას არ გთხოვ, იესო მასწავლე მოთმენა,
იქამდე ჯერ შორს ვარ, მტრები რომ მიყვარდეს,
ჯვარი ჩამომხსენი, სანამ გავლოთდები,
სანამ თვითონ გაცვამ, ამ ჯვარზე იქამდე.

არ ისმის აქ ჩემი ნერვების ღრიალი,
არ ესმით აქ ჩემი უნერვო სიჩუმე,
ცოცხალი თვითმკვლელად უკვე მაღიარეს,
მაგრამ დასამარხად ჯერ ვერ მომირჯულეს.

არ ვიცი, ვინ როგორ, ან საით შებრუნდა,
არ არის ძვირფასო აქ ჩემი ადგილი,
მე ისევ ვუბერავ, ჩემსას ძველებურად,
და ვცდილობ ბოლომდე, რომ დავრჩე ნამვდილი.

ჰო, მაშინ გტოვებენ, როცა ვერ გაუძლებ,
აქ მხოლოდ ტკივილებს სჩვევიათ დარჩენა,
ასეა, შეშლილებს არავინ არ უსმენს,
გიჟების არასდროს არავის არ სჯერა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100