ძლიერმა წვიმამ თეთრიწყაროს რაიონი დააზარალა
წყლის ნაკადმა ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა ჩაანგრია. წაიღო ხიდიც. გარესამყაროს მოწვეტილია დაახლოებით 50-მდე ოჯახი.
წვიმამ მოსავალიც გაანადგურა. წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და პირველ სართულებზე. სახლებიდან წყლის ამოტუმბვას ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ბრიგადები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.
მსახლეობას რაიონის გამგებელიც შეხვდა. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. რაიონის ხელმძღვანელობა მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება.
კომენტარი