თეთრი სახლი ისრაელს ულტიმატუმს უყენებს
თეთრი სახლი ისრაელს ულტიმატუმს უყენებს
თეთრი სახლი ისრაელისგან მკაცრად მოითხოვს ბარაკ ობამას ახალი ახლოაღმოსავლური ინიციატივის მხარდაჭერას და ისრაელს მოუწოდებს, დაუბრუნდეს 1967 წლის საზღვრებს. - ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
გამოცემის თანახმად, აშშ-ის უშიშროების საბჭოს ახლოაღმოსავლური განყოფილების ხელმძღვანელი, სტივენ საიმონი მეტად მკაცრად მოიქცა ჩრდილოეთ ამერიკის ებრაელთა ლიდერების სელექციურ შეხვედრაზე, სადაც განაცხადა:
„ისრაელს მხოლოდ ერთი თვე დარჩა, რომ ობამას წინადადება მიიღოს. სწორედ ამ ერთ თვეში დავინახავთ, რა შეუძლია რუსეთს გაეროში, პალესტინის ცალმხრივად აღიარების საკითხზე ვეტოს დადების ჩათვლით. თუ ისრაელი ობამას დათანხმდება, დიდი შანსია იმისა, რომ აშშ-ს დელეგაციამ პალესტინელების დაყოლიება შეძლოს.
კომენტარი