19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ფინანსები მოზომილად ხარჯეთ. მოერიდეთ ვალის აღებას. გადახედეთ რაციონს და ამოიღეთ ზოგიერთი პროდუქტი, რომელიც თქვენს ორგანიზმს ვნებს.
კურო
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. მოერიდეთ კამათს მშობლებთან. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად.
ტყუპი
ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. ცოდნის, მოგზაურობის, სულიერი განვითარების საშუალება მოგეცემათ. ზოგიერთი საზღვარგარეთ ან ბიზნესს წამოიწყებს, ან - რომანს.
კირჩხიბი
ყურადღებით შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორი და მეგობარი. შეიძლება მეტ თავისუფლებას საჭიროებენ თქვენი შვილები. თუმცა, კონტროლიც აუცილებელია.
ლომი
ყურადღებას საჭიროებს ჯანმრთელობა და ფინანსები. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. საქმიანი პარტნიორის იდეები დაკვირვებით განიხილეთ.
ქალწული
ახალი იდეები ძველ ჰობის არ შეგაცვლევინებთ. კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გასამგზავრებლად, პროფილაქტიკური პროცედრების ჩასატარებლად.
სასწორი
გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. შეიძლება მიიღოთ დიდი ფასდაკლებები მაღაზიებში. კარგი დღეა ინტერიერის გასაახლებლად.
მორიელი
ნუ ხართ ასკეტური. დაანახვეთ გარშემო მყოფებს, რომ კარგი გემოვნებით გამოირჩევით კვებასა და სასმელში, მოდასა და ხელოვნებაში. ნუ გააკეთებთ ეკონომიას საკუთარ სიამოვნებაზე.
მშვილდოსანი
ურთიერთობების დღეა. მხოლოდ სიამოვნების გამო კი არა, ფინანსური სარგებელისთვისაც დანიშნავთ შეხვედრებს, გექნებათ მიმოწერა. საქმეების გამო დასვენებისთვის ვერ მოიცლით.
თხის რქა
დღეს მიხვდებით, რომ ხანდახან მაინც უნდა დაისვენოთ. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად. მიტოვებული ჰობის აღსადგენად, ბავშვებთან ერთად თამაშისთვის. საღამოს გაინებივრეთ თავი მასაჟით.
მერწყული
თუ გარშემო მყოფები თქვენს გენიოსობას არ აღიარებენ ნუ განაწყენდებით. თავადაც ხომ იცით, რომ საუკეთესო ხართ. ნუ განმარტოვდებით, შეხვდით მეგობრებს, ნათესავებს.
თევზები
ჩამოწერეთ უქმეების სია. ან საღამოსვე გაემგზავრეთ ქალაგარეთ. მეგობრებისს მხარდაჭეის იმედი გქონდეთ. შინ დარჩენილმა შეიქმენით სულიერი და ფიზიკური კომფორტი.
კომენტარი