სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კუკავა „ქართულ აკადემიას“ არ აღიარებს

„ქართული აკადემიის“ ინიციატივით, სასტუმრო „სიმპათიაში“ საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით, ხელმომწერ პარტიათა შეხვედრა შედგა. შეხვედრას ყველა ხელმომწერი პარტია ესწრებოდა, „კონსერვატორების“, „ლეიბორისტების“ და ,„ქრისტიან-დემოკრატების“ გარდა.
„ქართული აკადემიის“ წარმომადგენელთა თქმით, რადგან შეხვედრა მათი ორგანიზებით გაიმართა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლის საკითხზე პასუხისმგებელნი ისინი იქნებიან.
„ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, არჩევნების ჩატარება ამ საარჩევნო გარემოში შეუძლებელია, ამიტომ სანამ საარჩევნო გარემო არ შეიცვლება არჩევნების ჩატარება ნაადრევია“, - განაცხადა ქანთარიამ.
დღევანდელ შეხვედრაზე „ქართული აკადემია“ და ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად პირველ რიგში საჭიროა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი.
„ქართული აკადემია“ იმედს გამოთქვამს, რომ მათ სხვა ოპოზიციური ძალებიც შეურთდებიან. ალასანიას თქმით, სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ დაიწყება ხელისუფლებასთან კონსულტაციები, რადგან, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ჩართულობის გარეშე საარჩევნო გარემო ვერ შეიცვლება.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდნენ ამ შეხვედრას დანარჩენი ხელმომწერი პარტიები, ამაზე ქანთარიამ გვიპასუხა: ნაწილმა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოიცალეს, ხოლო რაც შეეხება „კონსერვატორებს“ მათ „ქართულ აკადემიაზე“ გული აქვთ აცრუებული, რადგან არჩევნებზე ალასანიას ვუჭერდით მხარს, „ქართული აკადემია“ მხარე არ არის და იმედია ,„კონსერვატორები“ დაფიქრდებიან და შემოგვიერთდებიან.
კონსერვატორი კახა კუკავას თქმით, კი ისინი „აკადემიის“ ფორმატში არ ითანამშრომლებენ. „ჩვენ მათ ფორმატში თანამშრომლობას არ ვაპირებთ“ - განუცხადა კუკავამ „დრონი.ჯი“-ს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100