„ლიბერთი ბანკი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
ლიბერთი ბანკი უკვე წლების მანძილზე ემსახურება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მიმღებ მოსახლეობას. აღნიშნული მომსახურება როგორც პენსიის მიმღებისთვის ისე სახელმწიფოსათვის ხორციელდება სრულიად უფასოდ. შესაბამისად, ნებისმიერ პირი კუთვნილ პენსიასა თუ სხვა სოციალურ დახმარებას იღებს ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე ლიბერთი ბანკის ქსელის საშუალებით, რაც მოიცავს 209 ფილიალსა და სერვის ცენტრს, 339 ბანკომატს, 284წარმომადგენლობით ცენტრს სხვადასხვა სოფელში, 110 მობილურ სერვის ცენტრს, რომელიც ყოველთვიურად 1500-ზე მეტ სოფელს ფარავს. საერთო ჯამში პენსიებისა თუ სხვა სოციალური დახმარების დარიგებას ლიბერთი ბანკის 3,000 თანამშრომელი ემსახურება.
სახელმწიფო პენსიებისა და შემწეობების დარიგება ბანკს ჯამში წელიწადში დაახლოებით 14 მილიონი ლარი უჯდება. პენსიებისა და შემწეოების დარიგებაში ბანკი არავითარ კომპენსაციას არ იღებს სახელმწიფოსთან.
გააჩნიათ რა პენსიისა თუ სხვა სოციალური დახმარების მიმღებების დიდ ნაწილს სურვილი წინასწარ ისარგებლონ რამოდენიმე თვის განმავლობაში მისაღები თანხით, ლიბერთი ბანკი მათ საპენსიო ავანსების არაერთ პროდუქტს თავაზობს.
- 2005 წლიდან ბანკი მომხმარებლებს თავაზობს 1-დან 5 თვემდე მოკლევადიან არაუზრუნველყოფილ ავანსებს
- 2010 ბანკმა პენსიის მიმღებ პირებს 18 და 36 თვიანი არაუზრუნველყოფილი საპენსიო ავანსი შეთავაზა
- აღნიშნული საპენსიო ავანსების ყოველთვიური საკომისიო 2.2% -3% ფარგლებში მერყეობს. აღნიშნული საკომისიო სრულ თანხვედრაშია საქართველოში მსგავსი ტიპისა და რისკის, როგორც არაუზრუნველყოფილი სასესხო პრუდუქტების (საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი თვეში 2%-3%), ისე არაერთი ტიპის უზრუნველყოფილი სესხის საპროცენტო განაკვეთთან.
- ცდილობს რა ლიბერთი ბანკი უფრო მრავალფეროვანი და შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს პროდუქტები პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მიმღებთათვის, უკვე 2012 წლის დეკემბრიდან, ბანკმა მომხმარებლებს ახალი ტიპის ავანსი შეთავაზა. ახალი პირობით, მომხმარებელი 1 თავდები პირის წარდგენით, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე იღებს საპენსიო ავანს თვეში1.75%-ად.
- არსებული საბაზრო კონიუნქტურის გათვალისწინებით, ლიბერთი ბანკი უკვე 2014 წლის 1 მარტიდან, ზემოაღნიშნულ საპენსიო ავანსს (1 თავდები პირის წარდგენით, უზრუნველყოფის გარეშე) თვეში 1.5%-ად თავაზობს.
კომენტარი