ღორის ფარშირებული ფილე
მასალა:
1 პორცია ღორის ფილე
1 ცალი ვაშლი
50 გრამი შავი ქლიავი უკურკებოდ
1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ან მარგარინი
½ ჭიქა ნაღები
1 ჭიქა წყალი ან ბულიონი
სახამებელი
მარილი
ფილე დავჭრათ სიგრძეზე, დავბეგვოთ, ზემოდან დავაწყოთ დარბილებული შავი ქლიავი და წვრილად დაჭრილი ვაშლი. მომზადებული ხორცი დავახვიოთ რულეტისებურად და შევკრათ ძაფებით. მიღებული რულეტი შევწვათ კარგად გაცხელებულ ცხიმში, შემდეგ მოვაყაროთ მარილი, წყალი და ვშუშოთ მზადყოფნამდე. სახამებელი გავხსნათ ნაღებში და ჩავასხათ სოუსში. რულეტს მოვხსნათ ძაფები, დავჭრათ 1 ½ -2 სმ სისქის ნაჭრებად, მოვასხათ სოუსი და სუფრაზე კარტოფილთან ან ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.
კომენტარი