სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ძვირფასო ქმარო, ეს იარები და სტრიები შენი ცოლის მუცელზე, არის..."

ძვირფასო ქმარო!
იარები და სტრიები შენი ცოლის მუცელზე არის იმ ტკივილის სიმბოლო, რომელიც დედობას უკავშირდება, ის სიყვარულისა და სიცოცხლის სიმბოლოა.
გაიხსენე, როგორი ლამაზი იყო, როცა შენ მოგყვებოდა ცოლად, ეს ისევ ის ქალია, რომელიც შეგიყვარდა!
ახლა სხვაობა იმაშია, რომ ბავშვები გაჩუქა, სიცოცხლე გაჩუქა, დალოცვილად აქცია შენი ოჯახი.
არ უარყო შენი ქალი, დააფასე მისი იარებიც და სტრიებიც, რომლებიც დედობას ახლავს თან. ნუ დატოვებ შენს საყვარელ ქალს მის სხეულზე მომხდარი ცვლილებების გამო, ამ ცვლილებებმა ხომ შენი ცხოვრებაც შეცვალა.

ნუ დატოვებ იმ მუცლის გამო, რომლითაც რამდენიმე თვე დაატარებდა შენს შვილებს.

ეს იარები და სტრიები მისი შენდამი სიყვარულის სიმბოლოა, იმ ტკივილის, რომელიც სამშობიაროში განიცადა, მისი მარადიული სიყვარულის სიმბოლოა.
ძვირფასო ქმარო! ნუ აიძულებ მას, რომ იტანჯოს, ნუ მიაყენებ ტკივილს, ნუ სცემ, ნუ შეურაცხყოფ მას და მის სხეულს.
დააფასე ეს ქალი და დაანახე მას მეტი სიყვარული...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100