სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორი უკომენტარო ფოტოფაქტი: მოძღვართა „ფეისბუქ-შეჩვენება“ და „დოკუმენტური წყევლა“

როგორ დაწყევლა მამა ბართლომე ფირცხალაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს პარლამენტის ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს „რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“:

„ქართული სამართლის ძეგლებს დავესესხები და შევაჩვენებ მათ. ყველა დეპუტატს ვწყევლი, რომელმაც ხმა მისცა ამ კანონს:

თავი მათ მხრებზე წყეულ იყოს, მხრები მკერდზე, მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეულ იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული, მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი უყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახლეულითურთ მათით. ამინ.“

უფრო ვრცლად

იგივე თემაზე

როგორ დაწყევლა მათთვის გაგზავნილ წერილში საჯარო რეესტრის თანამშრომლები, მიწის გადაფორმებასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამო თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა მიქაელ ასათიანმა:

„...ბატონო ელდერ თუ ვერ გაიგებთ და ისევ დაიწყებთ იგივეს განმეორებას, წყეული საჯარო რეესტრის თანამშრომლების გამართლებას, შენც ისე გაგაშავოს ღმერთმა, როგორც ეს ასოებია შავი. ამინ!

ბატონო ელდერ, კარგად გამიგე. მე სხვა არაფერი შემიძლია, გარდა წყევლისა და დალოცვისა. დასაწყევლი წყევლას ექვემდებარება, ხოლო, დასალოცი დაილოცება. ამიტომ თქვენც წყეულიმც იყავთ დედაბუდიანად იმ ოთხეულთან ერთად. ის ფული, რომელიც თქვენ დამინაგარიშეთ თქვენს ახსნა-განმარტებით ბარათში, თქვენი კუბოს საფასურად მომეტანოს თქვენს სახლში. ამინ!!!“ („ტრიბუნა.ჯი“)

უფრო ვრცლად

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100