23 წლის გოგონამ 54 წლის მოძალადეს სასქესო ორგანო მოაჭრა
ინდოეთში 23 წლის გოგონამ თავის 54 წლის მოძალადეს დანით სასქესო ორგანო მოაჭრა. ამის შესახებ გამოცემა thenewsminute.com იტყობინება. როგორც გოგონამ პოლიციას უამბო, მოძალადე წლების განმავლობაში ავიწროებდა და სექსუალურ ზეწოლას ახდენდა მასზე. ყველაფერი კი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც გოგო სკოლის მოსწავლე იყო.
მამაკაცი ხშირად მიდიოდა გოგონას სახლში, მიზეზად კი მსხვერპლის მამის ავადმყოფობას იგონებდა და დახმარებას სთავაზობდა, როგორც რელიგიის წარმომადგენელი და ოჯახს სულიერ თანადგომას უცხადებდა. როგორც გოგონა ამბობს, მას ეშინოდა, რომ პოლიცია არ დაუჯერებდა სექსუალური ძალადობის ამბავს და გადაწყვიტა, თავად ეძია შური მამაკაცზე.
ოილიციამ დაადგინა, რომ მოძალადეს რელიგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მისი მკურნალი ექიმი კი აცხადებს, რომ მოჭრილი სასქესო ორგანო აღდგენას არ ექვემდებარება.
კომენტარი