სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში „ელიტ ელექტრონიქსის“ ყველაზე დიდი მაღაზია გაიხსნა

ბათუმში, გორგილაძის ქ. #94-ში, „ელიტ ელექტრონიქსმა“ ტექნიკის ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ტექნიკა, უნიკალური კონცეფცია, ექსკლუზიური ბრენდები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი - ეს ის შეთავაზებებია რომელსაც კომპანია მომხმარებლებს უკვე ტრადიციულად სთავაზობს. ასევე კომპანია ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით სპეციალური ფასდაკლებების აქციას გთავაზობთ. შეთავაზება ძალაშია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

„ელიტ ელექტრონიქსი“ პირველი ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელია საქართველოში, რომელიც გარდა ტექნიკის დიდი არჩევანისა, გამოირჩევა მაღაზიათა ქსელის უნიკალური კონცეფციით. ახალი მაღაზიის გასხსნის ცერემონიას კომპანიის მენეჯმენტთან ერთად ქ. ბათუმის მერი ბატონი გიორგი ერმაკოვი და სამსუნგის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ: სამსუნგის CIS-ის ქვეყნების დირექტორი - ბატონი იუტაკ კიმი და კავკასიის რეგიონის დირექტორი - ბატონი დაესონგ რა.

მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: Apple-ის, Samsung-ის, LG-ის, Sony-ს, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-ს, Philips-ის, Acer-ის, Lenovo-ს da Samsung-ის შოურუმები. ასევე მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მაღაზიაში ბოშისა და სიმენსის ბრენდის სამზარეულოს ტექნიკის ყველაზე მაღალი კლასის ექსკლუზიური მოდელები შეიძინონ. შეგახსენებთ, „ელიტ ელექტრონიქსი“ არის Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-ს და Hitachi-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი, ხოლო LG-ს და Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი.

„ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიებში მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბავშვთა სივრცით, სადაც შეგიძლიათ თქვენი შვილი დატოვოთ გასართობად, სანამ შეარჩევთ სასურველ ტექნიკას. პირველად ქალაქ ბათუმში „ელიტ ელექტრონიქსმა“ წარმოადგინა Live Kitchen- სამზარეულო, სადაც შეფ-მზარეულები მომხმარებლებისთვის კულინარიულ შედევრებს შექმნიან თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკის დახმარებით.

„ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 20 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებლებს, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს.

„ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. საუკეთესო ტექნიკა, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი საუკეთესო მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა/მონტაჟის მომსახურების მაღალი დონე - ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100