სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიეტუვის პრეზიდენტი - თუ არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა, არა მგონია, რომ საქართველოს დარჩეს წინსვლის შანსი ევროინტეგრაციის გზაზე

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკულად მნიშვნელოვანს უწოდებს. განცხადება გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართულების შესახებაც.

„მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე. საქართველო არის დიდი საკითხი. საქართველოში გაიმართება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართულების შესახებაც. თუკი ისინი შეინარჩუნებენ ამჟამინდელ სტატუს-კვოს, არ ვფიქრობ, რომ საქართველო ზრუნავს შანსებზე, მიაღწიოს პროგრესს და წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე, თუკი გამარჯვებას პროევროპული ძალები მიაღწევენ, მაშინ შეიძლება ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით“,- ამბობს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილება - ბრიუსელში ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი უკვე შეიკრიბა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100