დედის მიერ ქუჩაში გაგდებით დასჯილი ბავშვი გაიყინა
დედამ ბავშვი დასაჯა იმის გამო, რომ ის ხმაურობდა, თანაც, დასჯისთვის საკმაოდ ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა: ოცდაათგრადუსიან ყინვაში ქუჩაში გააგდო. შემთხვევა პერმში მოხდა. როცა დედას გული მოულბა და, რამდენიმე საათის სემდეგ ბავშვის შინ შემოსაყვანად ქუჩაში გავიდა, აღმოაჩინა, რომ მისი შვილი გაყინულიყო.
თავდაპირველად დედა ირწმუნებოდა, რომ შვილი სახლიდან თვითონ წავიდა, მაგრამ მალე იძულებული გახდა, სიმართლე ეღიარებინა. კლარა ზადორნიხის მიმართ აღძრულის სისხლის სამართლის საქმე - გაუფრთხილებლობით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევის გამო.
ახალფეხადგმული ანტონი დედას „ნერვებს უშლიდა“ - დაძვრებოდა კომოდში, ყრიდა ტანსაცმელს, მოკლედ, ისე იქცეოდა, როგორც თითქმის ყველა ბავშვი მის ასაკში. დედას სურდა, ბავშვს ერთ ადგილზე ეთამაშა, მაგრამ დაუდეგარი პატარა არ ჩერდებოდა. მაშინ დედამ კარი გააღო და პატარა გარეთ, ტალანში გასვა. საკმაოდ თხელ რეიტუზებში, ქურთუკსა და თხელძირიან ფეხსაცმელსი გამოწყობილი ბავშვი 30 გრადუსიან ყინვაში აღმოჩნდა.
თავდაპირველად პატარა ანტონი ტიროდა და ცდილობდა, მძიმე კარი თვითონ შეეღო, რომ ისევ თბილ ოთახში შესულიყო, მაგრამ დედამ ტელევიზორს ხმა აუწია, რათა შვილის ხმა ჩაეხშო. როცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ბავშვი ჯერ ეზოში, მერე კი ქუჩაში გავიდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დედამ ბავშვის ოთახში შემოყვანა გადაწყვიტა, მაგრამ ვერც ეზოში და ვერც ახლომახლო, ქუჩაში იპოვა. მცირეწლოვანი ბიჭუნას გაყინული, უსიცოცხლო სხეული მხოლოდ მეორე დილით იპოვეს, ერთ-ერთი ღობის ქვეშ იყო მოკრუნჩხული.
ანტონის და - პირველკლასელი ვერა ძმის გარეშე დარჩა. დედაც დაკავებულია. გამოძიება ძირიტად ვარიანტად მაინც დედის ჩვენებას ამუშავებს, რომელიც ირწმუნება, რომ ოთახიდან ბავშვის გასვლის მომენტში ეძინა და არ იცოდა, თუ ის გარეთ იყინებოდა.
კომენტარი