რა არის ეს, ჟურნალისტიკა თუ პროპაგანდა?
ჯენიფერ რუბინი
Right Turn-ის მკითხველებმა იციან, რომ მე, პუტინის ეპოქაში დაუღალავად ვადევნებ თვალს რუსეთს, მის აგრესიულ ქმედებებს შინ და გარეთ, მათ შორის საქართველოს ამჟამინდელ ოკუპაციასაც. ამიტომ შოკი მივიღე, როდესაც Atlantic Monthly-ს ვებგვერდზე ასე დასათაურებული სტატია ვიხილე: „კონდოლიზა რაისი რუსეთთან ომის გამო საქართველოს ადანაშაულებს“. ვიფიქრე, რომ ეს თითქმის შეუძლებელია, თუ მის წარსულს, რუსეთისადმი მის დამოკიდებულებას და საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო ბუშის ადმინისტრაციის რეაქციას გავითვალისწინებთ. მაგრამ წერილში ნათქვამი იყო: ”აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ამბობს: საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლო მოკავშირეები ნატოდან გაიუცხოვა, როდესაც „რუსებს საკუთარი თავის პროვოცირების საშუალება მისცა” და სამხრეთ ოსეთის გამო ომი დაიწყო”. იქვე იყო რამდენიმე ამონარიდი რაისის წიგნიდან, რომელიც ვერ უმაგრებდა ზურგს ამ დასკვნას, მაგრამ მე რაისის წიგნი არ წამიკითხავს, ამიტომ სახარბიელო პოზიციაში ვერ ვიყავი.
მერე ამ საქმეს ხელი Weekly Standard -იდან დენიელ ჰელპერმა მოკიდა. მან დაურეკა რაისს, რომელმაც უპასუხა: „”ის იდეა, რომ მე ამაში სააკაშვილს ვადანაშაულებდი… ვფიქრობ, ეს უბრალოდ შეცდომაა, მართალია, ჩვენ ვწუხდით იმაზე, რომ რუსები (საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ) სააკაშვილის პროვოცირებას მოახერხებდნენ და ის მისცემდა საკუთარი თავის პროვოცირების საშუალებას. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო ქართველების ბრალი. ვფიქრობ, სრულ ტექსტში ეს ცხადად სჩანს”.
მაშ რა ჯანდაბა დაემართა Atlantic-ს? მას შემდეგ, რაც ჰელპერის წერილი დაიბეჭდა, ავტორმა ახალ პოსტში ბრაზიანად განაცხადა უარი საავტორო ბლოგში დაშვებული შეცდომის აღიარებაზე. პუბლიკაცია აი ასეთი კომიკური და ბოდვითი ბაქიაობით მთავრდება: „როდესაც შენი ყოფილი სახელმწიფო მდივანი გამოწვევას გიგზავნის ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ასე რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება The Bug Pit-ის მკითხველთა რიგში, დოქტორი რაის!“ გიჟი ხომ არ არის ეს კაცი? ჰალპერმა რაისს დაურეკა და მიიღო პასუხი მცდარი პოსტის კორექტირებისთვის. ნაძლევს დავდებ, ასეთი სისულეების წასაკითხად რაისი პირადად თავს არ შეიწუხებდა.
რატომ მუშაობს ასეთ დონეზე Atlantic-ი? უფრო მეტიც, რატომ არ შეცვალა მან თავდაპირველი და, როგორც ახლა უკვე ცხადია, მცდარი სათაური? სტატია ვინმე ჯოშუა კუცერას დაწერილია გამოცემისთვის, რომელსაც Eurasianet.org-ი ეწოდება. ეს რაღაა? Atlantic-ი აცხადებს, რომ Eurasianet-ი მისი პარტნიორი საიტია. „Atlantic-ი განმარტავს თავის ვებსაიტზე: „Eurasianet.org-ი აქვეყნებს ინფორმაციასა და ანალიტიკურ სტატიებს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, აგრეთვე რუსეთში, თურქეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ პროცესებზე, გარემოსდაცვითსა და სოციალურ პრობლემებზე. ის მუშაობს ღია საზოგადოების ინსტიტუტის ცენტრალური ევრაზიის პროექტის ფარგლებში.“
რაო?! ღია საზოგადეობის ინსტიტური ჯორჯ სოროსის ყულაბაა, საიდანაც მისი მემარცხენე მოწინავე ჯგუფები ფინანსდება. Atlantic-ი კი ამ ექტრემისტული ჯგუფების პროპაგნადას ისე წარმოაჩენს თითქოს ეს ყველაფერი კანონიერი და არაპარტიული ჟურნალისტიკა იყოს. ამით ის საკუთარ თავს იმ არასანდო ჯგუფის რუპორად აქცევს, რომლის მტრული დამოკიდებულება აშშ-ს საგარეო პოლიტიკური ბევრი მიზნისადმი (თვით ობამას ადმინისტრაციის პირობებშიც კი), ყველასთვის კარგადაა ცნობილი.
იმ დილიდან დაწყებული Atlantic-იდან კომენტარის მიღებას ვცდილობ. მაგრამ ძალიან დაკავებულნი არიან და სალაპარაკოდ არ სცალიათ. შეიძლება ისინი თავისსავე წრეში არკვევენ იმას, თუ ვისი ბრიწყნავლე იდეა იყო, მემარცხენე პროპაგნდისტულ ჯგუთან ლოგინში ჩახტომა და შესაბამისად იმ რეპუტაციის გამოფატვრა, რომელსაც Atlantic-ი იჩემებს. წარმოიდგინეთ, Wall Street Journal-ს ძმები კოხების მიერ მართულ ორგანიზაციასთან საზიარო კონტენტი რომ ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, Atlantic-ი პირველი იქნებოდა მათ შორის, ვინც ამის გამო მოთქმას დაიწყებდა.
განახლება (18:09): Atlantic-ს ჯერ კიდევ არ უპასუხია ჩემს შეკითხვებზე. მაგრამ რახან საკითხი წამოვჭერი, სტატიის ჰედლაინი ასე შეიცვალა: „კონდოლიზა რაისი საქართველოს ლიდერს რუსეთთან ომის გამო აფრთხილებდა“. შენიშვნაში ფლიდურად იყო ნათქვამი: „თავდაპირველად სათაური აცხადებდა, რომ რაისი საქართველოს პრეზიდენტს სდებდა ბრალს, ხოლო ქვესათაურში, ეწერა, რომ რაისის დამოკიდებულება 2008 წლის ომისადმი ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ომი რუსეთმა დაიწყო. სათაურიც და ქვესათაურიც შეიცვალა, რათა უკეთ გამოეხატა ავტორის ორიგინალური სტატიის შინაარსი.“ რეალურად ეს ცვლილება იმას ასახავს, რომ მათ ჩემი გამოკითხვების მერე რაისის მოგონებების სწორად აღწერის სურვილი გაუჩნდათ; სტატია კი უცვლელი და ისევ მცდარია.
განახლება (19:41) Atlantic – მა უპასუხა კითხვების ჩამონათვალს.
1.ამოწმებს თუ არა Atlantic-ი Eurasia.net-ის კონტენტს?
ჩვენი პარტნიორების კონტენტი გამოქვეყნებამდე ყოველთვის მოწმდება Atlantic-ის რედაქტორების მიერ
2. გუშინ გამოქვეყნდა სტატია კონდი რაისის დამოკიდებულებაზე რუსულ-ქართული ომისადმი, რომელიც აბსულუტურად მცდარი იყო. რაისმა ის უარყო, მაგრამ ბლოგის სათაური არ შეგიცვლიათ. როგორია შეცდომების გასწორების პროცედურა და უჭერს თუ არა მხარს Atlantic-ი მხარს სათაურსა და სტატიას?
ჩვენ ვიზიარებთ სტატიის შინაარს. რაც შეეხება სათაურსა და ქვესათაურს, მიგვაჩნია, რომ ავტორის პოზიციის უკეთ ასახვა შესაძლებელი იყო. ამიტომ ჩვენ ჩავასწორეთ ორივე.
3.რაში გამოიხატება თქვენი თანამშრომლობა Eurasia.net-თან? მხოლოდ იმაში, რომ საზიარო კონტენტი გაქვთ?
ჩვენ მივმართეთ EurasiaNet-ის რედაქტორებს თანამშრომლობისათვის. ისინი ასევე თანამშრომლობენ რადიო თავისუფლებასთან. ჩვენ საზიარო კონტენტი გვაქვს ბევრ ორგანიზაციასთან, ასეთებია საგარეო ურთიერთობათა საბჭო, პულიტცერის ცენტრი, Business Insider-ი, Bleacher Report-ი და Flavorpill-ი.
4. თქვენ საიტზე განმარტავთ, რომ Eurasia net-ს მართავს OSI (ღია საზოგადოების ინსტიტუტი) არ მიგაჩნიათ, რომ ეს ინსტიტუტი პროპაგანდისტული ჯგუფია?
EurasiaNet-ს ბრწყინვალე რეპუტაცია აქვს და მას პატივსაცემი რეპორტიორები ქმნიან; ამიტომაც არიან ისინი ჩვენი პარტნიორები.
5. გამოაქვეყნებდა თუ არა Atlantic-ი მასალას, რომელსაც პოლიტიკური პარტია ან სხვა პროპაგანდისტული ჯგუფი მიაწვდიდა?
ჩვენ ყველა შემთხვევას განცალკევებით განვიხილავთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ავტორებისა და მათი რეპუტაციის ტრანსპარენტულობისათვის.
კომენტარი