სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ჯილეხის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაინფიცირებულები დედოფლისწყაროში, ბაღდათსა და დმანისში გამოვლინდნენ. სამივე მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

შედარებით მძიმეა ბაღდადიდან გადმოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა. ის ხორცის დამუშავების შემდეგ დაავადდა.

ექიმების თქმით, შარშანდელთან შედარებით ჯილეხით დაავადებულთა შემთხვევები გაზრდილია. ბოლო 6 თვის განმავლობაში დაინფიცირების 15 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100