ვერაზე თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი - „თოდუას კლინიკა ვერა“ გაიხსნა
ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის 10 ნომერში, თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი - „თოდუას კლინიკა ვერა“ გაიხსნა. უახლესი აპარატურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილიალი, პაციენტებს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმების მომსახურებას სთავაზობს.
კლინიკის პაციენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში სრული ამბულატორიული სერვისი მიიღონ: რადიოლოგია (კტ, მრტ, ულტრაბგერა, რენტგენი, მამოგრაფია – ტომოსინთეზით, დენსიტომეტრია), ენდოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, გასტროენტეროლოგია, გინეკოლოგია,
უროლოგია, ალერგოლოგია, დერმატოლოგია/ ონკოდერმატოლოგია, კლინიკური ონკოლოგია, პლასტიკური ქირურგია, საოჯახო მედიცინა. ასევე, გამოიკვლიონ ინფექციური სნეულებები და ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმების მიზნით, „ჩექაფ“ სერვისი მიიღონ.
კლინიკას ახალი მიმართულება – პედიატრია დაემატა. პედიატრიული მომსახურების მიღება მხოლოდ ვერის ფილიალში იქნება შესაძლებელი.
თიბისი 2007 წლიდან თოდუას კლინიკის ფინანსური პარტნიორია. თიბისისთვის, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია და ამ მიმართულებით, ბანკის ბაზრის წილი 54%-ია.
კომენტარი