სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის, კოლექტიური საქმიანობისთვის. გამონახეთ დრო და დაეხმარეთ ნათესავებსა და ბავშვებს. მათ თქვენი მატერიალური და მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ.

კურო
კარგი დღეა საყიდლებისა და ფულის დაბანდებისთვის. შეიძინეთ სამოსი, წიგნები. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. გაიხსენეთ ბავშვობა.

ტყუპი
დაბნეული და საკუთარ თავში დაურწმუნებელი ხართ. ასე წარმატებას ვერ მიაღწევთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

კირჩხიბი
სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად გაანალიზეთ სიტუაცია. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. საღამო პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას დაუთმეთ.

ლომი
მეტად დიპლომატიური და მეგობრული უნდა იყოთ პარტნიორების მიმართ. გადახედეთ სამომავლო გეგმებს, შეიტანეთ კორექტივები. კარგი დღეა შეცდომების გამოსასწორებლად.

ქალწული
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეეებს. კარგი დღეა საყიდლებისთვის, პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

სასწორი
დაწყებული პროექტები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მეტი დრო დაუთმეთ ფულის სარფიანად დაბანდებას, ბინის კეთილმოსაწყობად.

მორიელი
მშვიდად და დაკვირვებულად მოაგვარეთ სამსახურის საქმეები. საოჯახო საკითხები მორალურ და ფინანსურ ხარჯს მოითხოვს. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.

მშვილდოსანი
შეხვედრებისა და სამომავლო გეგმების შედგენის დღეა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საღამოს რომანტიკული თავგადასავალი ან მოულოდნელი შეხვედრა გელით.

თხის რქა
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. მოსალოდნელია მცირე შეფერხებები და გაუგებრობები. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. მეტად დაისვენეთ.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება, სიტუაცია ოჯახში. მარტოხელა ნიშნებს საინტერესო ნაცნობობა ელით. საღამოს მხიარული მეგობრები და სასიამოვნო გარემო განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თევზები
დაივიწყეთ, რაც არ გამოგივიდათ და გამოცდილებაზე დაყრდნობით თავიდან შეუდექით საქმეს. მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100