1992 და 2012 - რიტორიკის პარალელები
ბოლო დროს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ სულ უფრო ხშირად შეხვდებით მიმდინარე მოვლენების შედარებას 1992 წელს კანონიერი ხელისუფლების დამხობის წინაპერიოდში არსებულ ვითარებასთან: ზოგს 2 სექტემბერს კინოს სახლის წინ გამართული მიტინგი ახსენდება, ზოგს 22 სექტემბერს რუსთაველის ქუჩაზე ბარიკადების აგება, ზოგს კი ზვიად გამსახურდიასგან განმდგარი პირებისა და მათი მომხრეების რიტორიკა, რომელსაც ყველანი ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავდით სამოქალაქო დაპირისპირებისკენ.
მართალია, დრო გავიდა და მეთოდები შეიცვალა, მაგრამ რიტორიკა მაინც უცვლელია. ალბათ, სწორედ ამან უბიძგა „ფეისბუქის“ მომხმარებელს ალეკო კვახაძეს, 1992 და 2012 წლებში არსებულ რიტორიკაში პარალელები ეძებნა და ისინი ცნობილ ფრაზებად, ცნობილ „ბრალდებებად“ ჩამოეყალიბებინა, რომელსაც კანონიერად არჩეულ ზვიად გამსახურდიასა და მის ხელისუფლებას ჯერ კიდევ 1992 წელს უყენებდნენ, ოცი წლის შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას უყენებენ:
Aleko Kvakhadze
გთავაზობთ პარალელებს, 1992 პუტჩისა და დღევანდელობას შორის:
1. პუტჩისტი - „ზვიადი არის გიჟი, პარანოიკი“.
მეოცნებე - „მიშა არის გიჟი და მექალთანე, კოქსზე ზის“.
2. პუტჩისტი - „ზვიადმა განახორციელა ოსების გენოციდი“.
...მეოცნებე - „მიშამ გააღვიძა მძინარე ცხინვალი“.
3. პუტჩისტი - „ზვიადი რუსეთის კაცია“.
მეოცნებე - „მიშა რუსეთის კაცია“;
4. პუტჩისტი - „ძირს შევარდნაძე-გამსახურდიას ალიანსი“.
მეოცნებე - „მიშა შევარდნაძის გამოზრდილია“.
5. პუტჩისტი - „ედიკა რომ ჩამოვა ხელფასებს და პრემიებს დოიჩე მარკებში გადაგვიხდის“.
მეოცნებე - „ბიძო რომ მოვა თავის ფულით პენსიას გაგვიზრდის, ბანკის ვალებს გადაგვიხდის“.
6. პუტჩისტი - „პროფესორი ჯაბა იოსელიანი პოლიტპატიმარია“.
მეოცნებე - „თამაზაშვილი პოლიტპატიმარია“;
7. პუტჩისტი - „რა აზრი აქვს ქურდი იჯდება სათავეში თუ ზვიადი?“
მეოცნებე - „რა აზრი აქვს ქურდი იჯდება სათავეში თუ ნაცები?“;
8. პუტჩისტი - „ზვიადის მხარდამჭერები დაისჯებიან“.
მეოცნებე - „მიშას მხარდამჭერები დაისჯებიან“;
9. პუტჩისტი - „ზვიადმა რუსეთი გააღიზიანა“.
მეოცნებე - „მიშამ პუტინი გააღიზიანა“;
10. პუტჩისტი - „ინტელიგენცია ჩვენს გვერდით დგას“.
მეოცნებე - „ინტელიგენცია ჩვენს გვერდით დგას“;
11. პუტჩისტია - „მეგრელები ბნელი ზვიადისტები არიან“.
მეოცნებე - „მეგრელები მოღალატე მიშისტები არიან“;
12. პუტჩისტი - „ზვიადი ჩაუშესკუს ბედს გაიზიარებს“.
მეოცნებე - „მიშა კადაფის ბედს გაიზიარებს“;
13. პუტჩისტი - „დემოკრატიამ იზეიმა“.
მეოცნებე - „დემოკრატიამ იზეიმა“;
14. პუტჩისტი - „ზვიადიზმი უნდა აღმოიფხვრას, როგორც მავნე იდეოლოგია“.
მეოცნებე - „ნაციონალური მოძრაობის მავნე იდეოლოგია უნდა აღმოიფხვრას“.
კომენტარი