საქართველო ორი წლის შემდეგ...
კინოდოკუმენტალისტმა ნინო კირთაძემ, მის სამშობლოსა და რუსეთს შორის 2008 წლის კონფლიქტზე ემოციური ქრონიკა გადაიღო.
2008 წლის 7 აგვისტო. რუსეთის არმია საქართველოში შეიჭრა, ქვეყანაში რომელიც 1991 წლიდან დამოუკიდებელია... რუსეთის არმია ბომბავს საცხოვრებელ სახლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. რაკეტებმა ხმაურით გაარღვიეს ცა და კვამლში გახვეულ ნანგრევებში ადამიანთა გვამები მოსჩანს.
2008 წლის 7 აგვისტო. რუსეთის არმია საქართველოში შეიჭრა, ქვეყანაში რომელიც 1991 წლიდან დამოუკიდებელია... რუსეთის არმია ბომბავს საცხოვრებელ სახლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. რაკეტებმა ხმაურით გაარღვიეს ცა და კვამლში გახვეულ ნანგრევებში ადამიანთა გვამები მოსჩანს.
სწორედ ვეებერთელა რუსეთს და ერთ ციდა საქართველოს შორის გაჩაღებული ომით იწყება დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც 3 აგვისტოს თჰემა დ’Aრტე „ომი და მშვიდობა კავკასიაში“ ფარგლებში გაიმართა. ოფიციალურად სამხრეთ-ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის დასახმარებლად, სინამდვილეში კი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან საბრძოლველად შემოჭრილმა რუსეთის არმიამ გეზი დედაქალაქისკენ აიღო. ქართველები საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევას ითხოვენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით ევროკავშირი ცეცხლის შეწყვეტას აღწევს და ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმას წარადგენს. შეთანხმების გაფორმებიდან ერთი თვის შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და იქ საკუთარ სამხედრო ბაზები განათავსა.
ეს წარსულია, მაგრამ როგორ განვითარდა სიტუაცია შემდეგ? სტატუს ქვო შენარჩუნდა – აცხადებს დოკუმენტური ფილმის ავტორი, წარმოშობით ქართველი ნინო კირთაძე. ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ხმამაღლა იცავს. დღეს „ასობით-ათასი ქართველი გამოგდებულია სამხრეთ-ოსეთიდან და აფხაზეთიდან და მათ დაბრუნებას პირი არ უჩანს. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას, არღვევს რა საერთაშორისო სამართალს, რომლის თანახმად ევროპის საზღვრების ძალით შეცვლა დაუშვებელია“. ის საერთაშორისო თანამეგობრობას იმაში ადანაშაულებს, რომ მან დასავლეთს და რუსეთს შორის კარგ ურთიერთობებს, მისი ქვეყანა შესწირა.
„სად წავიდე?“
უახლესი ისტორიის ამ ეპიზოდის შესახებ ემოციურად და რეალისტურადაა მოთხრობილი. ფილმი დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესსაც მიჰყვება, პრეზიდენტი სააკაშვილი თავის მანქანაში, ოპოზიცია მის მთავარ შტაბში, რუსეთის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე და დამფრთხალი და აწიოკებული ადგილობრივი მოსახლეობა. „მე ოსი ვარ, ჩემი ქმარი ქართველია, დედაჩემი ქართველი იყო, მამაჩემი ოსი, ბებია რუსი მყავდა. სად უნდა წავიდე?“ – კითხულობს ქალბატონი, რომელიც ამ კონფლიქტის მსხვერპლია. „ფილმების გადაღების დროს, მე შემიძლია გარდავქმნა ჩემი ტკივილი ან იმედგაცრუება, რომ ადამიანთა გულებისკენ გზა ვიპოვო“ – ამბობს ნინო კირთაძე.
წყარო FOREIGNPRESS
კომენტარი