რუსეთი მის ტერიტორიაზე "ბოევიკების" პანკისიდან გადასვლის ფაქტს უარყოფს
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სამხრეთ რეგიონული სასაზღვრო სამმართველო რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ტერიტორიაზე ბოევიკების ჯგუფის შეღწევას არ ადასტურებს.
სასაზღვრო განყოფილების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, "რიგი მედია-საშულებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რუსეთის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან ბოევიკთა ჯგუფი შევიდა, არ დასტურდება".
მისივე ცნობით, "სასაზღვრო სამსახური ჩრდილოეთ კავკასიის სახელმწიფო საზღვრების მთლიანობის უზრუნველყოფის ამოცანას ასრულებს".
შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს რიგმა რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს დაღესტანში 70-მდე "ბოევიკმა" შეაღწია, რომელმაც მომზადება პანკისის ხეობაში გაიარა.
საქართველოს შსს-მ აღნიშნული დეზინფორმაციად იმავე დღეს შეაფასა.
კომენტარი