სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ სიტყვების მოსმენაზე ყველა ქალი ოცნებობს - უსათაურო ლექსი

შემოდი, რას დგახარ?
ხომ ხედავ შეგცივდა
ყინვაა, თუმცაღა
ცამ თოვა შეწყვიტა
შემოდი ნუ მორცხვობ
სითბოში დაჯექი
სულ დაგლურჯებია
ფითქინა მაჯები
სულ ტანზე გაყრია
წვრილ-წვრილი ფანტელი
სადღაც ჩაგიმალავს
ეგ სახე ნათელი
შემოდი დაჯექი
როგორ ხარ მოყევი
რა ცრემლმა გალოკა
ეგ შენი ლოყები
არაფერს არ ამბობ
ფიქრებში დაიხრჩვი?
წავალ წყალს დავადგამ
ლიმნიან ჩაისთვის
და მერე მითხარი
ასეთი რა მოხდა
ყინვაში ავდარში
მოგინდა აქ მოსვლა
მიყურებ და ფიქრობ
გგონია გაგკიცხავ
ათასჯერ მოვასწრე
მე შენი განკითხვა
მიამბე რა ქარი
შეგაწყდა სავალზე
აღარ გყავს დაქალი
ყველა გააბრაზე?
ნუ ტირი უბრალოდ
ამბავი მოყევი
გათბი და აღმოთქვი
ეგ დარდი ოხერი
თუმც როდის იყო
შენ რამეს ამხელდი
გრცხვენია პატარა
ჩემგან რომ წახვედი?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100