სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფიქრიბენ, რომ სააკაშვილის პატიმრობით რუსეთს ასიამოვნებენ და ის თავს აღარ დაგვესხმება - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, მესამე პრეზიდენტი პუტინის დაკვეთით იყოს პატიმრობაში, თუმცა, ვარაუდი გამოთქვა, რომ მისი დაჭერით ხელისუფლება ცდილობს რუსეთს ასიამოვნოს, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში თავს აღარ დაგვესხმება:

"მე ვფიქრობ, საერთოდ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს ჩვენ საქმე, საერთოდ. სამწუხაროა, რომ ჩვენ ასეთ ფორმატში და ასეთ თემაზე გვიწევს საუბარი, როცა ეხება საქართველოს პრეზიდენტს. არ მინდა, რომ რომელიმე პრეზიდენტს მოუწიოს ასე კიდევ, თუმცა არსებული სურათი ჩვენ გვიჩვენებს, რომ ზოგადად ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში, საზოგადოებაში, მის ყველა სიმაღლეზე, ეს ბადებს კიდევ უფრო მეტ ურთიერთმიუღებლობას და მეტ სიმძაფრეს. აჩენს მოლოდინებს, რომ როცა დავუშვათ, შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ასეთივე შურისძიებები, რაც ძალიან მძიმე წარმოსადგენია. ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ის ნაბიჯი, რომ ჩვენ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, რომელ სინათლეშიც ჩვენ ერთმანეთს თვალი გავუსწოროთ.

პირადად მე, ჩემი აზრი რა გითხრათ, ჩემი აზრია, ის, რომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. საერთოდ, ეს არის თემა ჰუმანურობისა და ანტიჰუმანურობისა და ვისაც ეს ეხება ეს თვითონ გაიგებს, თუ ვინმეზე არის ეს დამოკიდებული, პიროვნებებზე თუ პირთა ჯგუფებზე. როგორც ჩანს აქ რაღაც ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მწვავე. მე ეჭვი მეპარება უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას რუსეთის პრეზიდენტი უკვეთავდეს, აქ ცოტა სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს არ უხარია, რომ სააკაშვილი ციხეშია, მაგრამ სწორედ იმ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომ აქ არა თუ დაკვეთაა, არამედ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს ფაქტი, თითქოს ესიამოვნება ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს და ის აღარ დაგვესხმება თავს, ეს გარდაუვალია, ამას ვერაფერი ვერ შეაკავებს, დღეს არა ხვალ, ხვალ არა ზეგ, თუ ჩვენ არ გვექნა პრინციპული პოზიცია", - თქვა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100