სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში პოლიციის ვიცე–პოლკოვნიკი მოკლეს

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოსკოვში სამსაბათს პოლიციის ვიცე–პოლკოვნიკი მოკლეს, – ამის შესახებ “რია–ნოვოსტი” იტყობინება.
სააფენტოს ინფორმაციით, მოკლულია 47 წლის თამაზ ბროი, რომელიც რუსეთის შს–ს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა. დადგენილია, რომ მკვლელი მას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდა და როცა ვიცე–პოლკოვნიკი საკუთარ მანქანაში ჩაჯდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან კეფაში ერთხელ გასროლით მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა.
ქილერის ვინაობა და მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია. სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით: მკვლელობისა და იარაღის უკანაონო ტარებისთვისაა აღძრული. დამატებითი დეტალები არ კონკრეტდება. მომხდარი მკვლელობის შესახებ ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური კომენტარი რუსეთის შსს–ს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100