მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" წერილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას
დღეს, 2017 წლის 1 სექტემბერს საერთო- სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანმა საქართველომ წერილობით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას თხოვნით, რათა მის კომპეტეციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება 30 აგვისტოს ასპინძის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოსთვის ცნობილი გახდა , რომ 30 აგვისტოს ასპინძის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლის მხრიდან ხდება ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. კერძოდ მოქმედმა გამგებელმა ლევან ცაბაძემ ააიპი _ების ხელმძღვანელებს ჩაუტარა თათბირი და განუცხადა: ააიპი_ების ყველა თანამშრომელი (მათ შორის არიან ბაღების გაერთიანებების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები) მივიდეს შტაბში და მოაწეროს ხელი ლევან ცაბაძის მხარდამჭერთა სიაში. (რომელიც კენჭს იყრის 2017 წლის არჩევნებზე).ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანი დამკვირვებელი თავად შეხვდა და გაესაუბრა მოწმეებს რომლებიც ამ ინფორმაციას ადასტურებენ. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მრავალეროვანი ქართველოს საარჩევნო პროგრამებოის კოორდინატორს ირმა ბასილაშვილს-558493973. საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში. სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), და ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარი