სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვა კიკნაველიძე ზესტაფონში საცურაო აუზის გახსნას დაესწრო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საცურაო აუზის გახსნას დაესწრო. ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის „ბლექსის“ ფილიალი ზესტაფონში ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და 1500-მდე პირის მომსახურებას შეძლებს.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაზაცია არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მათავარი პრიორიტეტი. დღეიდან ზესტაფონს ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი შეემატა, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ეს არის შესაძლებლობა, თითოეული მოქალაქე დაკავდეს სპორტული აქტივობით. ვულოცავ ზესტაფონელებს და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ვიყო ამ პროცესის მონაწილე“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ამ ეტაპზე ცენტრის შემადგელობაში 3 საცურაო აუზია. უახლოეს მომავალში კომპლექსს ფიტნეს კლუბი შეემატება

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100