"ის, რაც ვერ თქვა რუსთავი 2-მა "კურიერის" გაჩერების გამო" - თენგო გოგოტიშვილი
ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთანბ დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცველად გთავაზობთ:
"ის, რაც ვერ თქვა რ2-მა "კურიერის" გაჩერების გამო:
1. ღრუსის პაგრანიჩნიკები დილიდან თხრიან და ანგრევენ გუგუტიანთკარში მათივე დამონტაჟებულ ღობეებს;
2. ქართველების დანგრეულ სახლებს მოსკოვის მერია აღადგენს;
3. დენდროპარკი გაიხსნა მნახველებისთვის;
4. კარასინმა პრაღაში შესვა ნიკოფსიიდან დარუბანდამდის საქართველოს სადღეგრძელო და ზ.აბაშიძის მხარზე იტირა, "პროსტი, ბრატ"-ო;
5. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გარეჯადან ბაქომდე დაიხიეს;
6. მათი შემხედვარე თურქეთი უბრუნებს საქართველოს ტაო-კლარჯეთს;
7. გორის მერი ზღვიდან დაბრუნდა და ГАЗ-ის ტიპის დასუფთავების მანქანები ოკუპაციის მუზეუმში ჩააბარა. კომბინატის დასახლებაში "ტესლა" ააშენებს კოსმოსური ნაგვის დასუფთავების თანამგზავრების ქარხანასა და კოსმოდრომს;
8.მერაბ მამარდაშვილმა დაიწყო მუშაობა ახალ ბლოკბასტერზე დიდგორის ომის შესახებ;
9. კახი კალაძე მილანიდან თმაშეჭრილი დაბრუნდა;
10. გაიაფდა თბილისი-ლისაბონის მატარებლის ბილეთები;
11. ხარაგაული-ჩიკაგოს რეისზე გაუქმდა ეკონომ-კლასი - მოთხოვნის არარსებობის გამო. დარჩა მხოლოდ ბიზნეს და პირველი კლასის სალონები;
12. კასპში წვიმა მოვიდა და მიწა საკმარისად გაიჯირჯვა იმისთვის, რომ სასმელი და სარწყავი წყლით მოვამარაგოთ ფერგანას ველი;
13. შეკვეთილის მოსახლეობამ და დამსვენებლებმა დილამდე ჭიხვინის გამო ვერ დაიძინეს - ზებრა მშობიარობდა. დედა და კვიცი ჯანმრთელად არიან;
14. დ. ზალკალიანმა დაბლოკა G-8-ში რუსეთის დაბრუნების პროექტი;
15. სალომე ზურაბიშვილი ჩუმლაყის სტრატეგიულ ამერიკულ ბაზაზე ახალი საკონტინენტთაშორისო რაკეტის გამოცდას დაესწრო და გაშვების ღილაკს დააჭირა ხელი.
16. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე გ. გახარიას საკანში მუდმივად ჩართული "მთავარი არხი" მისი წამების ფორმას წარმოადგენს და დაავალდებულა საქართველოს სახელმწიფო, კვირაში სამჯერ "რუსთავი2"-ის ყურების საშუალებაც მისცეს.
17. და დღეს ამინდის პროგნოზს დიკო გაგვაცნობს: "გამარჯობა, დავით ნარმანიას გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პლანეტა დედამიწაზე 3 ტრილიონი ხის დარგვისა და გლობალური ტემპერატურის 1.5 გრადუსით შემცირებისთვის, რის გამოც არქტიკის ყინულის საფარმა შევსება დაიწყო. ბედნიერ საღამოს გისურვებთ!"
18. ჩვენი გამოშვების შემდეგ კი თქვენ კვლავ ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივა გელით!"
კომენტარი