სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში რჩება - ხელისუფლება მის გადაყვანას არ ჩქარობს

შიმშილობის 50-ე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. არცერთ ოფიციალურ უწყებას ამ დრომდე რაიმე დამატებითი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე არ გაუვრცელებია. ამ დროისთვის გლდანის ციხესთან სიმშვიდეა. ერთ-ერთი ბოლო, ვინც გუშინ ციხის საავადმყოფო დატოვა პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იყო, რომელმაც თქვა, რომ მდგომარეობა მძიმე და რთულია. მისი თქმით, არ იციან რა მოხდება ერთ საათში. სახელმწიფო კონსილიუმის წევრები, ექსპერტები და ომბუდსმენის მიერ შექმნილი ჯგუფის წევრები თანხმდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, თუმცა ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. დამატებითი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სავარაუდოდ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მესამე პრეზიდენტთან ადვოკატები შევლენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100