ვინ არის მამაკაცი ვისაც მანქანაში ცეცხლი გაუხსნეს - ვერაზე მომხდარი თავდასხმის დეტალები
კურიერის ინფორმაციით, ის ავტომობილი, რომელიც ტატიშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ჩაცხრილეს, 1982 წელს დაბადებულ თეიმურაზ ქვათაძეს ეკუთვნოდა. როგორც რუსთავი 2-სთვის ცნობილი ხდება, ის საჩხერეში ცხოვრობს.
ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე, ავტომობილი ჩაცხრილეს. მანქანა მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მას ესროლეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მაქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ სხვა მანქანას შეეჯახა.
დაზიანებულია ავტომობილის უკანა საქარე მინა. თვითმხილველების ინფორმაციით, 5-6 გასროლის ხმა გაიგეს. სროლის თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 18-108 და 236-ე, მუხლით დაიწყო, რაც განზარხ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კომენტარი