ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს - სანიოლი
"ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სანიოლის თქმით, ქართველმა სპორტსმენებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს და საქართველო საერთაშორისო დონეზე ღირსეულად ასახელეს.
ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო - ითამაშეთ! როცა არ გაქვთ ბურთი, დისციპლინა დაიცავით, როცა გაქვთ ბურთი, ითამაშეთ. მართლაც შესანიშნავად გაისარჯნენ და ყველა მოლოდინს გადააჭარბეს!
დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია, გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ!
როცა საქართველოში ჩავედი, ცოტა სხვა ფეხბურთი იყო. ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა. ბიჭებს სურთ, არა მხოლოდ მოიგონ, არამედ კარგი თამაშით გაიმარჯვონ.
ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. რაც შეეხება კიტეიშვილს, ევროპის ტოპ-ლიგებში თამაშს იმსახურებს. ჩვენ არც კი გვიცდია მომავალ მეტოქეებზე წინასწარ მსჯელობა. კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ!
მსაჯის სასტვენი სანამ არ არ გავიგეთ, მანამდე შედეგზე ფოკუსირებულები ვიყავით", - განაცხადა სანიოლმა.
პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.
კომენტარი