საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 337 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 337 ადამიანს დაუდასტურდა, 3 498 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161 681-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 839 მოქალაქე.
კომენტარი