სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრანგებს სამსახურში Facebook დაუბლოკეს

საფრანგეთის დამსაქმებელთა უმრავლესობამ თანამშრომლებს სოციალური ქსელები დაუბლოკა.

„არანაირი „ფეისბუქი“, არანაირი „ტვიტერი“ – სწორედ ასე ჟღერს ახალი წესი, რომელიც ფრანგული ფირმების უმრავლესობის შინაგანაწესში ჩაიწერა. ამ გზით შრომის ნაყოფიერების ამაღლება ქვეყანაში მოქმედი ფირმების 64%–მა, ანუ, სამმა მეოთხედმა გადაწყვიტა. ამ მონაცემებს Kaspersky აქვეყნებს.

დამსაქმებლები მიიჩნევენ, რომ სოციალური ქსელები მკვეთრდა სწევენ დაბლა შრომის ნაყოფიერების მაჩვენებლებს. Kaspersky–ს კვლევამ ისიც ცხადი გახადა, რომ Twitter, Facebook, Viadeo და Google + ყურადღების დეკონცენტრირებას იწვევს. ამავე გამოკვლევამ აჩვენა, რომ 2010 წელს ფრანგები ინტერნეტში სამუშაო დღის განმავლობაში 94 წუთს ატარებდნენ, ამ დროის 63% კი პირადი საქმისთვის იყო გამოყენებული.

სხვათა შორის, საფრანგეთი პირველი ქვეყანა არ არის, რომელიც საქმიან ადამიანებს სოციალურ ქსელებს უბლოკავს. გერმანიაში დამსაქმებელთა 63% დასაქმებულებს ქსელებს უბლოკავს, იტალიაში ეს მაჩვენებელი 77%–ს, ხოლო ესპანეთში კი 76% აღწევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100