სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიასახლისმა კატა კომპიუტერიდან პორნოფოტოების ჩამოტვირთვაში დაადანაშაულა

ამერიკელ კეიტ გრიფინს პორნოგრაფიული მასალების ჩამოტვირთვასა და შენახვაში ადანაშაულებენ, თუმცა, აშშ-ის მოქალაქე ირწმუნება, რომ აკრძალული კონტენტის ჩამოტვირთვა აზრადაც არ მოსვლია და ყველაფერში დამნაშავე მისი... კატაა.

ფლორიდაში კანონით ისჯება საბავშვო პორნოგრაფიის ჩამოტვირთვა, შენახვა და გავრცელება. 48 წლის ქალი პირველ ორ პუნქტშია ბრალდებული. როცა მის კომპიუტერში საბავშვო პორნოს ამსახველი მასალები აღმოაჩინეს, ქალმა საკუთარ კატას დასდო ბრალი.

გრიფინის ჩვენების თანახმად, მან მართლაც ჩართო კომპიუტერში მუსიკის ჩამოტვირთვა და შემდეგ ცოტა ხნით ოთახიდან გავიდა, უკან მობრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ მის კომპიუტერში „უცნაური ფაილები“ იყო ჩამოტვირთული. ეს ფაილები საბოლოოდ საბავშვო პორნოს ფოტოები აღმოჩნდა.

ქალის ჩვენების თანახმად, იმ დროს ოთახში მის გარდა ერთადერთი სულიერი იმყოფებოდა და ეს მისივე კატა იყო. კეიტი დარწმუნებულია, რომ ფოტოები სწორედ შინაურმა ცხოველმა ჩამოტვირთა. დიასახლისის თქმით, კატა მანამდეც არაერთხელ ასკუპებულა კომპიუტერთან, სავარძელზე და კლავიატურასა და „მაუსზე“ თათებიც არაერთხელ უფათურებია. ქალი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ გზით ჩამოიტვირთა ფოტოები მის კომპიუტერში.

რა თქმა უნდა, გამოძიებამ ქალის ვერსია სარწმუნოდ არ მიიჩნია. ამ დროისთვის შინაპატიმრობაში მყოფი გრიფინი ამ სახით თავისუფლების აღკვეთისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ გირაოს სახით 250.000 დოლარს გადაიხდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100