სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქალები გადამალეთ, უცხოპლანეტელები მოდიან!“ - დედამიწელთა ამო-უცნობი სექსი

დასავლური პრესა სულ უფრო ხშირად ადანაშაულებს ამოუცნობი, მფრინავი ობიექტებით დედამიწაზე მოხვედრილ არამიწიერ არსებებს მასობრივ გაუპატიურებაში - როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების.

უცხოპლანეტელები იტაცებენ ადამიანებს და ისე „აუპატიურებენ“, რომ ეს მიწიერთა თვალისათვის შეუმჩნეველი რჩება, რადგან მათ არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებათ. „ძალადობის ობიექტები“ ირწმუნებიან, რომ ისინი არიან ცოცხალი ინკუბატორები და მათში იზრდებიან უცხოპლანეტელთა ემბრიონები.

საბედნიეროდ, გატაცების და გაუპატიურების ამგვარი ისტორიები ჩვეულებრივი სულელური ბოდვაა და მეტი არაფერი. ძალადობის მსხვერპლი ქალები, ამ ისტორიებს უბრალოდ იმისათვის იგონებენ, რომ თავისი არასასურველი ორსულობა გაამართლონ. თავის დროზე, უცხოპლანეტელების ფანების აღფრთოვანება გამოიწვია ჯონ ვინდემის წიგნმა „მიდვიჩის გუგულები“. რომანი გამოვიდა 1957 წელს. წიგნის მიხედვით, უცხოპლანეტელები ინგლისის ერთ–ერთ სოფელს მთლიანად იკავებენ, თავისი რასის დედამიწაზე გამრავლების მიზნით.

ქალებთან შედარებით, მამაკაცების გაუპატიურების შემთხვევები ოთხჯერ ნაკლებია. ასეთი „ძალადობის“ პირველი „მსხვერპლი“ მამაკაცი გახდა ბრაზილიელი ფერმერი ანტონიო ვილას ბოასი. 1957 წლის 15 ოქტომბერს ის უცხოპლანეტელებმა პირდაპირ მინდვრიდან გაიტაცეს. როგორც თავად „დაზარალებული“ ჰყვებოდა, ამოს ხომალდზე მასზე ჯერ მტკივნეული ექსპერიმენტები ჩაატარეს, ხოლო შემდეგ მდედრ უცხოპლანეტელთან სექსუალური კონტაქტის დამყარება აიძულეს.

მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად, რუსმა უფოლოგმა ვლადიმირ აჟაჟამ 10 წლის წინ, საზოგადოებას ერთ–ერთი რუსი ქალის ოდენ სენტიმენტალური ამბავი გაუმხილა: 40 წლის ქალბატონზე უცხოპლანეტელებმა ძალა რამდენჯერმე იხმარეს, რასაც ბავშვის დაბადება მოჰყვა. რამდენად შეიძლება ვუწოდოთ კაშკაშა ბურთს „ბავშვი“, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. სამწუხაროდ უცხოპლანეტელებმა ბავშვი წაიყვანეს. ამის შემდეგ, ქალის ცხოვრებაში ამო-ს ბინადრები აღარ გამოჩენილან. თავდაპირველად ვლადიმირი დაეჭვდა ქალის სიტყვებში და მას ფსიქოლოგის დახმარება შესთავაზა, თუმცა იგი სავსებით ჯანსაღი აღმოჩნდა.

კაცმა რომ თქვას, იმის თქმაც არ შეიძლება, რომ მსგავსი შემთხვევებიდან ყველა მოგონილია და რეალობას არ შეესაბამება. მეცნიერები სულ სხვა რამეს ამტკიცებენ. ასე მაგალითად, ზუსტ მეცნიერებათა ევროპული აკადემიის ნამდვილმა წევრმა, სერგეი სპერანსკიმ სულ რაღაც ორი წლის წინ შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა: მისი თქმით, პლანეტის ყოველი მეხუთე ქალი სექსუალურ კავშირს ამყარებს უცხოპლანეტელთან. სპერანსკი ერთადერთი მეცნიერი არ არის, ვინც ამას ამტკიცებს. უცხოპლანეტურ სექსზე ბიოლოგები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ცნობილი ჩინელი მეცნიერის, ჩენ იანჩუნიას თითქმის იგივე შინაარსის დასკვნა გამოქვეყნდა. ამ მეცნიერმა ქალები მასშტაბურად, საკუთარი მეთოდით გამოიკვლია - ჰიპნოზის მეთოდით.

მაგრამ მაინც საინტერესოა ის ფაქტი, რომ უცხოპლანეტელთა „გატაცებების“ და „ძალადობის“ მსხვერპლნი ყველაზე ხშირად რუსები ხდებიან და უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მათი რიცხვი 3–ჯერ გაიზარდა. როგორც ჩანს, რუსი ქალების პოპულარობა დედამიწის ფარგლებს გასცდა და მათთან სექსით დასატკბობად თვით უცხო პლანეტებიდანაც კი ჩამოდიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100