სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოკა გაბაშვილი: "მამრაძეს ხელფასს კრემლში უხდიან..."

მმართველი უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ "დეპუტატ პეტრე მამრაძეს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლაში ხელფასს კრემლში უხდიან".

"ჩვენ იმ პერიოდს ვიხსენებდით, როდესაც რუსეთს საქართველოს მთავრობაში საკუთარი ძალოვანი მინისტრები ჰყავდა, როდესაც მთელი 25 წლით სამხედრო ბაზების დაკანონების პერსპექტივა გააჩნდა და თბილისის ცენტრში "ზაკოს" შენობა იდგა. დღეს ამხელა მრისხანე იმპერიის იმედები საქართველოში ერთ-ორ ადამიანზეა დამყარებული. მათ შორისაა პეტრე მამრაძე, რომელიც შიგადაშიგ მიკროფონთან რაღაცას დაიკნავლებს. რუსეთის ეს სუსტი ხმა უნდა მოვითმინოთ, რადგან ეს ხმა იმდენად სუსტია, რომ 1%-საც ვერ აგროვებს და გაქრობისთვისაა განწირული" - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გოკა გაბაშვილმა.

მან აქვე თანაფრაქციელებს მიმართა და განაცხადა, რომ "შეიძლება, გაბრაზდე ადამიანზე, რომელსაც რაღაც პრინციპები და ღირებულებები გააჩნია, მაგრამ არა იმ ჯგუფის წარმომადგენლებზე, რომლებსაც სკამის, თანამდებობისა და კვოტების დაკავების საქმე აერთიანებს".

შეგახსენებთ, რომ მამრაძის განცხადება იმის შესახებ, რომ "2008 წელს სააკაშვილმა სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის განხორცილებით რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ მანქანას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების საშუალება ლანგარზე მიართვა", მასთან როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100