შსს-ს პირველი კომენტარი გუშინ საღამოს თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც 21 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარი 21 წლის გოგონა გარდაცვალებაზე, რომელიც გუშინ, ქალაქშიგამოჩენილ ახალ, მომწამვლელ ნივთიერებას - „მეფედრონს“ ემსხვერპლა:
აი რა განუცხადეს დრონი. ჯის უწყებაში:
„ბოლო დღეებში 2 ადამიანია გარდაცვლილი და ორივე შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები, რაც ზუსტად დაადგენს თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი“- აცხადებენ შსს-ში.
დრონი.ჯი-ს კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაშია ის დაზარალებული 8 ახალგაზრდა, რომელიც სავარაუდოდ გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდა - უწყებაში ასე გვპასუხობენ:
"არ გიდასტურებთ 8 ადამიანის არც გარდაცვალებას და არც ინტოქსიკაციას"
შეგახსენებთ, რომ დრონი.ჯი-მ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია თბილისში გუშინ გარდაცვლილ 21 წლის გოგოზე.
ჩვენი სტატია იხ: ბმული
კომენტარი